18:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 14:36:41, 681 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა - პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება დაინიცირდა

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას.

როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში დაინიფიცრდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოტანილი იქნება მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა.

„საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში დაინიცირდა უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისათვის, შესაძლებელი იქნება შემოტანილი იქნას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა, ამასთანავე, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფომ კანონის დადგენილი წესით უზრუნველყოს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდით მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ მედპერსონალის დაშვებული შეცდომით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics