01:18 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 13:30:55, 764 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა.

მისი თქმით, ამირხანაშვილმა ყველა იმ პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

„გურამ ამირხანაშვილი არის მკვლელობის პირდაპირი მოწმე, რომელსაც გააჩნია იმ ხუთ ბრალდებულთან დაკავშირებით ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ის მნიშვნელოვანი მოწმეა. რაც შეხება უშუალოდ რა ინფორმაციას მოგვაწვდის გურამ ამირხანაშვილი, ამას მისი დაკითხვის შემდეგ მოგახსენებთ.

გურამ ამირხანაშვილმა შეძლო ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ედება ბრალი“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს გურამ ამირხანაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics