12:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 19:41:00, 590 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს შვედეთის სამეფოს დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თავდაცვის უწყებაში შვედეთის სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიქი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართულების სპეციალისტი იოჰან აიდმანი და სამხედრო მრჩეველი, ბრიგადის გენერალი ლარს-ოლოფ კორნელიუსონი. 

შეხვედრის დასაწყისში ანა დოლიძემ შვედ სტუმრებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის და შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედი დამკვირვებლების მონაწილეობაზე. მან სტუმრებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მხარეები თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და  ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხნენ. განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთობა სამხედრო განათლების მიმართულებით. ანა დოლიძემ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.   

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შვედ სტუმრებს ქართული სამხედრო კონტინგენტის ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.   საუბარი  რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics