11:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 21:01:27, 752 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში სპეცრაზმელებმა ჟურნალისტები სცემეს - დაზიანებულია ტექნიკაც

რუსეთში სპეცრაზმელებმა ჟურნალისტები სცემეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნაცემია კორესპოდენტი ელიზავეტა კირპანოვა, რეზინის ხელკეტებით სცემეს „მედუზას“ კორესპოდენტიც, რომელსაც სპეციალური ჟილეტი ეცვა, რითაც მისი იდენტიფიცირება, როგორც ჟურნალისტის შესაძლებელი იყო.

რუსმა სამმართალდამაცავებმა დააზიანეს რამდენიმე მედია საშუალების ტექნიკაც, „ნოვაიას“ ჟურნალისტს, ვიქტორია ოდისონოვას პირდაპირ ეთერში კამერა დაუზიანეს, ასევე პუშკინსკაიას რაიონში, სადაც „დოჟდი“ მაუწყებლობდა, პოლიციამ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

ჟურნალისტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა, მედიის ინფორმაციით, დააკავეს „დოჟდის“ რეპორტიორი ალექსეი კოროსტელევი და ოპერატორი სერგეი ნოვიკოვი, ასევე დაკავებულთა შორის არიან VTimes- ის ჟურნალისტი ეკატერინა გრობმანი, Vostochnye Stories მედიის მთავარი რედაქტორი რომან ანინი, Mediazona- ს ფოტორეპორტიორი დავით ფრენკელი, „ინსაიდერის“ კორესპონდენტი ვერა რიაბიცკაია და Echo Moscow– ის კორესპონდენტი არსენი ვესნინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში პირველი სარაკეტო განგაში გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics