|
2021-01-23 15:25:12, 708 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - პარლამენტი ვალდებულია, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პირველსავე სხდომაზე განიხილოს
პარლამენტი ვალდებულია, პირველსავე სხდომაზე განიხილოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უმრავლესობის გადასაწყვეტი არ არის და რეგლამენტითაა გათვალისწინებული. „ნუ მიიღებენ ჩვენი ოპონენტები ისე, რომ ეს არის გარკვეული ულტიმატუმი. მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი, რადგან საქართველოს რეგლამენტში წერია, დათქმული ვადის შემდეგ, როგორც კი პირველი სხდომა იქნება, სხვა საკითხების განხილვამდე, პარლამენტმა პირველ რიგში, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, თუ ასეთი საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს საფუძველი არის მათივე განცხადებები. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამიტომ ჩვენ გვექნება თუ არა სხდომა, პირველ საკითხად ვალდებულები ვართ, რომ განვიხილოთ მათი საკითხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)