|
2021-01-23 13:52:28, 683 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარტიებს უნდა ეყოთ გამბედაობა და აღიარონ, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად დავგეგმეთ
„პოლიტიკურ პარტიებს უნდა ეყოთ გამბედაობა და აღიარონ, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად დავგეგმეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, საჭიროა ახალი ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვდებარება. „დღეს მაინც უნდა ეყოთ გამბედაობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მძიმედ გვაკრიტიკებდნენ და აღიარონ, რომ ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად გვქონდა დაგეგმილი და სწორი იყო ჩვენი არგუმენტები. თუ რატომ სჯობდა 2024 წელი და რატომ სჯობდა 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, მეტი პროპორციულობით. ეს უკვე დაამტკიცა დრომ და პოლიტიკურმა პროცესმა, თუმცა ჩვენ ამას არავის ვამადლით. როდესაც ვსაუბრობთ ახალ ოპოზიციაზე, ეს უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვდებარება - პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან გასვრილი იმ საქმეში, რასაც ჰქვია ძალადობა, კორუფცია, პოლიტიკური შანტაჟი, უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია და პასუხისმგებლობა დარღვევებზე, რაც რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოჰყვება მემკვიდრეობით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)