04:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 21:15:33, 695 ნახვა

მსოფლიო
ანა იუდკოვსკაია, კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას

ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება.

ამის შესახებ მოსამართლე ანა იუდკოვსკაია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მოსამართლე აღნიშნავს, სასამართლომ ხმათა უმრავლესობით - „ომის დროს კანონი დუმს“ - დაადასტურა.

„Silent enim leges inter arma“ „ომის დროს კანონი დუმს“ -  ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში მარკუს ტულიუს ციცერონის მიერ დაწერილი ეს ლათინური მაქსიმა ამ სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადასტურა.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქცია“, – წერს სტრასბურგის სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics