17:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 14:24:48, 791 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციასთან კინკლაობა დავასრულეთ, მზად ვართ, საჯაროდ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პარტია „მოქალაქეებმა“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაასრულა.

„ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების" სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას" - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, - წერს ელისაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics