|
2021-01-21 12:42:55, 756 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება 2008 წლის ომში ხშირად საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს
„ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად სწორედ საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წელს მომხდარ სამხედრო აგრესიაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის პოზიციები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ძლიერია, თუცა კითხვის ნიშნებს ტოვებს ხელისუფლების მიერ პოზიციების დაცვის საკითხი. „იმედი მაქვს სტრასბურგის სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. იმიტომ, რომ ჩვენი პოზიციები ცხადია არის ძალიან ძლიერი, თუმცა კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოახერხა დღევანდელმა ხელისუფლებამ გასული წლების მანძილზე ჩვენი, საქართველოს და სახელმწიფოს პოზიციის დაცვა აღნიშნული სარჩელის წარმართვისას, რადგან ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად სწორედ საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წელს მომხდარ სამხედრო აგრესიაში“, - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგი სასამართლო საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენს გამოაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)