|
2021-01-21 09:43:54, 577 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება. რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა. აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)