|
2021-01-20 15:55:37, 613 ნახვა
სამართალი
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები დაზუსტებულ ბრალს არ ეთანხმებიან
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზუსტებულ ბრალს არ ეთანხმება. მისი თქმით, საბრალდებო მუხლში არაფერი შეცვლილა. „დღეს დაზუსტებულ ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა, „სხვისი დავალებით“. თითქოს, სხვისი დავალებით ხორციელდებოდა მთელი ის მოქმედებები, რასაც ბრალდებულებს ედავებოდნენ აქამდე. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ამ ეტაპზე, ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება და იმ ორი წერილობითი სიტყვითაა ცნობილი, რომელიც ბრალდებაშია ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს, ციხეში რამე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მისთვის ყოველივე ეს მიუღებელია“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს ბრალდება დაუზუსტა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულები ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, განზრახ მოქმედებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)