|
2021-01-20 15:01:55, 515 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. ფაქტს გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი. „ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა! აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი. მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდით რაა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლო“, - წერს გვარამია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)