|
2021-01-19 22:13:09, 766 ნახვა
სამართალი
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე, ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი აცხადებს, საქმის მთავარ მოწმეს, ახვლედიანს, არ დაუნახავს ძირითადი ფაქტები, რაზეც მტკიცებულებები მყარი იქნება. „მთავარი არის ის, რომ ახვლედიანს არ დაუნახავს, არ არის შესაძლო ძალადობის შემსწრე. მას არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი და ა.შ. არ დაუნახავს წყალში დახრჩობა. შესაბამისად, იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, ისევე როგორც სხვა მოწმეები. მოწმე ვერ ჩამოყალიბდა პოზიციებზე, რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. დაგვეთანხმა, რომ მას უკან არ გაუხედავს და ისე ჩავიდა, ვერ ხედავდა, ვინ მისდევდა, თუმცა მეორე ნაწილში აღნიშნა, რომ სამი პირი მისდევდა. თუმცა იდენტიფიცირება არ მოუხდენია. მთლიანობაში ეს მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. დაუშვებელი რომც არ იყოს, მისი გაზიარებით ვერაფერი დგინდება. ეს სამი პიროვნება, შესაძლოა, ყოფილიყო პატარა ასაკის, თუმცა, როდესაც დავუსვი შეკითხვები, როგორ მოხდა ასაკის იდენტიფიცირება, ამაზე პასუხი არ ჰქონია“,- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)