|
2021-01-18 13:50:28, 598 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი ალექსეი ნავალნის დაკავებაზე დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ალექსეი ნავალნის დაკავებაზე დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისიდან, რომელიც აღმოჩნდნენ მათი ქვეყნები. „ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აიტაცეს გუშინდელი სიახლე რუსეთის ფედერაციაში ალექსეი ნავალნის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ იგრძნობა, თუ რა სიხარულით აკეთებენ ერთმანეთის მსგავსს კომენტარებს. სიხარულით, რადგან, როგორც ჩანს, ეს დასავლელ პოლიტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს იფიქრონ, რომ ისინი ამგვარად შეძლებენ ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც აღმოჩნდა ლიბერალური განვითარების მოდელი“, – განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)