11:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 13:09:48, 616 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ტექნიკური სამუშაო დასრულებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ტექნიკური სამუშაო დასრულებულია.

მისი თქმით, უწყების იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რომელიც კვირის ბოლომდე მთავრობაში დასამტკიცებლად გაიგზავნება.

„პარასკევს დასრულდა ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა. 82 სპეციალისტია ჩართული ვაქცინის მომზადების პროცესში. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც გამოიგზავნება მთავრობაში დასამტკიცებლად და ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან შემდეგ მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, რომლებსაც არ აქვთ მაღალი რისკი, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი რასაც ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციის დასაცავად, ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება გარანტია იმისთვის, რომ იმუნურობის დონე იყის შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის გახსნა სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics