|
2021-01-16 13:06:56, 529 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციას მართავენ
სამოქალაქო აქტივისტები „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციას მართავენ. ისინი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. „აქ არიან შეკრებულები კრიმინალები, ესენი არიან ქურდები, ქართველი ხალხს არჩევანის უფლება მოპარეს. ესენი არიან ხალხის ხმის ქურდები“, - განაცხადეს აქტივისტებმა. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო, რა დროსაც სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბანერის გაშლის საშუალება არ მისცეს. ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნება“ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს დაამტკიცებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)