2021-01-14 22:58:48, 730 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი - გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია
„გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმებასში რაღაც-რაღაცები გააფუჭა.
„გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია
8 მარტის შეთანხმება შესრულდა. 120/30-ზე მივიღეთ პოლიტიკურ ნაწილში, პოლიტიკური პატიმრების ნაწილი გამოვიდა.
იქ რაღაცები რომ თქვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ჩემთვის მოულოდნელი იყო.
8 მარტის შეთანხმებაში არ ვმონაწილეობდი, ვიღაც-ვიღაცებმა თავი დახარეს და კრინტი ვერ დაძრეს, რადგან რაღაც-რაღაცები გააფუჭა ოპოზიციამ.
ვინც იცის, ის გამოვდიეს, თუნდაც გიორგი რურუას ოჯახში წავიდეს და ახსნა-განმარტებები ჩააბაროს, რა გააკეთა და როგორ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,