|
2015-10-01 21:25:42, 3259 ნახვა
სპორტი
კახა კოჟორიძე: დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და პრეზიდენტისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია
ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადებით, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ–ერთი პრიორიტეტია და საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია. მან ეს შეფასება „რუსთავი 2“ თან დაკავშირებით განვითრებულ მოვლენებზე გააკეთა. „როგორც კი დღეს ეს ინფორმაცია გავრცელდა, მე მაშინვე მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია. მან დამავალა, ეს თემა შემესწავლა და მისთვის დეტალური ინფორმაცია მიმეწოდებინა. ჩვენი შემდგომი მოქმედებები ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)