2021-01-12 22:55:33, 759 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალში ის „ქართლი ოცნების“ მხარდამჭერიც არ იქნება
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალში ის „ქართლი ოცნების“ მხარდამჭერიც არ იქნება.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„მე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც.
მე კონსულტაციებს აღარ გავმართავ გუნდთან, არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტივობა იქნება არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება და არამეტი.
არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრზე, რომელიც ძალიან მიყვარს ან შენიშვნის მიცემა, რომ ეს არ გამოგივიდა.
რამდენჯერმე ვუთხარი გუნდს, რომ არ აელოდოთ ჩემს შენიშვნებს, არ მაკადროთ და ნუ აკადრებთ თქვენს თავსაც და ნუ დამირეკავთ, ნუ მომცემთ კონსულტაციებზე რჩევის შეკითხვებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,