17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 20:22:00, 631 ნახვა

კომენტარი
ალეკო ელისაშვილი - მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

„მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მოლაპარაკების დაზიანებას ცდილობს.

„საკითხი ახლა ის არის, რომ გაიმართება თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი.

მეხუთე რაუნდის გამართვის საკითხი, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღესასწაულები იყო, ამიტომაც დაპაუზდა, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს დააზიანოს ეს მოლაპარაკების პროცესი, თვითონ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააზიანოს ეს პროცესი და გარკვეული კითხვები არის ამასთან დაკავშირებით.

არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. გაცილებით მარტივი იქნება შემდეგ ჩვენი გადადგება და მოტყუება, ვიდრე ელჩების თანდასწრებით რასაც ვერ იზამენ.

ჩვენთვის გაცილებით კომფორტია, რომ სხვებიც იყვნენ, გაცილებით კომფორტია, რომ ელჩებიც იყვნენ და მონაწილეობდნენ ამ პროცესში და არაფრით არ გვინდა, რომ ეს ჩაიშალოს.

სხვა გზა თუ არ დაგვრჩა, აქეთ ოპოზიციამ თუ ფეხები აბაკუნა, მხოლოდ რევოლუცია იძახა და მეორეს მხრივ თუ „ქართული ოცნებაც“ არ მოვიდა იმ შეხვედრაზე, რაღაცა იქნება შესაცვლელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics