17:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 15:30:49, 610 ნახვა

კომენტარი
შალვა ნათელაშვილი - ქვეყანაში რეჟიმი შეიცვლება მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ივანიშვილის ბარტყების ნასახი არ დარჩება

ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებაში ივანიშვილის ბარტყების ნასახი არ დარჩება, - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს.

მისი თქმით, ივანიშვილი არსად არ წასულა და წასვლას არც აპირებს.

„გალაქტიონიდან დავიწყოთ, ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება და დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ, „არ დაიჯერო, არ დაიჯერო“. ის არსად არ წასულა და არც აპირებს ამას. შესაბამისად, რეჟიმის შეცვლა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოცხადდება ახალი არჩევნების თარიღი და ხელისუფლებაში ივანიშვილის ბარტყების ნასახი არ დარჩება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics