13:16 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 13:23:46, 689 ნახვა

კომენტარი
მთავრობა 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაზე მსჯელობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამავე პერიოდიდან განიხილება სავაჭრო ობიექტების საკითხიც.

„ვტოვებთ დღევანდელ რეჟიმს. კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა მათ შორის არამარტო მაღაზიები, მუნიციპალური ტრანსპორტი ეს არის ორი სენსიტიური თემა და ესაა პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და თებერვლიდან შემსუბუქება რეალისტური იყოს და არ დააზიანოს ის რაც ჩვენ ეპიდემიოლოგიურად გვაქვს.

1-ელი თებერვლიდან რა რეჟიმი ამოქმედდება, ამაზე ვიმსჯელებთ ამ ორ-სამ კვირაში. დიდი ალბათობაა ვაჭრობა, რადგან მან დაამტკიცა, რომ შეუძლიათ დაიცვან წესები. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე“, - განაცხადა თურნავამ





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics