15:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-09 15:43:22, 801 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციური პარტიები მანდატს ჯანსაღად, ოპონირების რეჟიმისთვის გამოიყენებენ

„პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა, გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები მანდატებს ოპონირების რეჟიმისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შემდგომშიც შევლენ პარლამენტში, ამომრჩევლის ინტერესებს გამოხატავენ.

„საქართველოს პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა. გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს სცემენ პატივს და ის მანდატი, რომელიც მათ მათმა ამომრჩეველმა მისცა, ისინი გამოიყენებენ ჯანსაღად და რა თქმა უნდა, გამოიყენებენ, ოპონირების რეჟიმისთვის. ამიტომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა პარტიას აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფლება, როგორ განვითარებას ჰპოვებს ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის სრულად მათზე დამოკიდებული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შემდგომშიც შემოვლენ პარლამენტში, ისინი მათი ამომრჩევლის ინტერესებს გამოხატავენ და ჩვენ გვექნება ჯანსაღი პაექრობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics