|
2021-01-09 13:44:58, 708 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ისრაელიდან საქართელოს ელჩის გამოწვევას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ ისრაელიდან საქართელოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გავლენიანი სასულიერო პირისგან გაკეთებული სამარცხვინო და ანტისემიტური განცხადება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე. „ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ გავლენიანი სასულიერო პირისგან სამარცხვინო, ანტისემიტური განცხადება. ამას მერე მოჰყვა უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირისგან კიდევ უფრო უტიფარი განცხადება ანტისემიტური და სიძულვილის მქადაგებელი, იმდენად უტიფარი, რომ პირველ სასულიერო პირს მისი დაგმობა მოუწია. ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი. განსაკუთრებით ანტისემიტიზმი, მთელი კაცობრიობის უახლესი ისტორიის გამო. ეს საქციელი არის საფრთხე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის ან ჩვენი ებრაელი მოქალაქეების, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას და ზიანს აყენებს ჩვენს ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ეს განცხადებები არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ და საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და ელჩი ჟვანია არ შეიძლება ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ თანამდებობაზე იყოს. მოვითხოვთ მკაფიო პოზიციას და არა სადღეგრძელოებს ამ განცხადების დაგმობის ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებისგან და რეაქციას ჟვანიას გამოწვევის სახით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიწვიოს ლაშა ჟვანია“, - განაცხადა გიგა ბოკარიამ. ცნობისთვის, საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორიაზე ისაუბრა.
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)