|
2021-01-08 12:33:24, 611 ნახვა
სამართალი
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და ყოველგვარი განზრახვა გამორიცხულია. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. დღეს ჩანიშნულია სასამართლოს სხდომა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. პროკურატურამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის მოთხოვნით. დაცვის მხარე შეეცდება, რომ დაასაბუთოს პატიმრობის გამოყენების მიზანშეუწონლობა. ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვოთ გირაო. ეს იყო გაუფრთხილებლობითი დანაშაული, ყოველგვარი განზრახვა გამორიცხულია. ეს იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი და სხვა დროს არანაირი დაძაბული ურთიერთობა ძმებს არ ჰქონიათ“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, 21 წლის გიორგი ახლოური პოლიციამ ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)