2021-01-07 15:27:09, 652 ნახვა
საზოგადოება
საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა - მიზეზად, შორენა თეთრუაშვილის თვითიზოლაცია სახელდება
ქართული ეკლესიის ისტორიაში პირველად, საშობაო ეპისტოლე ლიტურგიაზე არ წაუკითხავთ და ის, ამ დრომდე, არც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულ.ა
გავრცელებული ინფორმაციით, ეპისტოლეს დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
"ექსპრესნიუსი" დაუკავშირდა საპატრიარქოს ექიმს, ცისანა შარტავას, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ შორენა თეთრუაშვილი კოვიდ19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ცნობისთვის, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შორენა თეთრუაშვილი 4 იანვარს საპატრიარქოში, ილია მეორის 88 წლის იუბილეზე იმყოფებოდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან