|
2015-10-01 14:20:22, 2478 ნახვა
რეგიონი
ლარნაკას ტბაზე გამართულ პირველობას თევზჭერაში ფოთის მერი დაესწრო
თავისუფალ თევზაობაში ფოთის ღია პირველობას, რომელიც ლარნაკას ქუჩაზე არსებულ ტბაზე ტბაზე ჩატარდა და რომლის ორგანიზატორი იყო აიიპ ,,ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი'', ესწრებოდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია. ასპარეზობა საინტერესო და ხალისიანი გამოდგა. ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გამოვლინდნენ გამარჯვებულები მოყვარულ და პროფესიონალ მეთევზეთა შორის. მათივე ინფორმაციით, საუკეთესო შედეგი ლევთერ ზარქუამ აჩვენა. ასპარეზობის შემდგომ, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოხატეს ჩატარებული სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნეს, რომ ისეთი ბუნებრივი სიმდიდრეები, როგორიც არის ლარნაკას ტბა, თავისი უნიკალურობით, უთუოდ უნდა ჩაერთოს ფოთში ტურიზმის განვითარების უახლოეს პერსპექტივაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)