02:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 18:34:02, 769 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის 13 ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის მოწოდების ინიციატივით გამოდის

ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის მიწოდებას ითხოვენ.

ამის შესახებ ევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს შეიმუშავოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუმარტივებს.

„ეს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები და ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება დააფასებს“, - აღნიშნულია  გამოქვეყნებულ წერილში.

აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ერთად წერილს ხელს აწერენ შვედეთის, დანიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics