14:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 13:41:54, 610 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობა 29 პაციენტს ჩაუტარდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობა 29 პაციენტს ჩაუტარდა.

მისივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად. ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი. 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ჯანდაცვის პროფესიონალები ფრთხილად ეკიდებიან „რემდესივირის“ დანიშვნას. არის გარკვეული კრიტერიუმები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, მის გამოყენებას სჭირდება პაციენტის თანხმობა. ამდენად, დაახლოებით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ რემდესივირის მოხმარება, 29 პაციენტს ჩაუტარდა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება მათი მდგომარეობა რემდესივირის ეფექტს, ამის თქმა არ შეგვიძლია. ეს არის მხოლოდ ჩვენი ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics