2021-01-06 10:59:54, 1395 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 128 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 128 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან