2015-10-01 10:10:30, 416 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა გაერო უმაღლეს კომისართან ლტოლვილთა საკითხებში (UNHCR) ანტონიო გუტიერეშთან.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს მისი ოფისის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობისთვის.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNHCR-ის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, სადაცწარმოდგენილია მეორე სამუშაო ჯგუფში თანამოდერატორად.
შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს UNHCR-ის ოფისის მიერ საქართველოში მიმდინარე ცალკეული პროექტები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან