|
2020-12-30 15:48:32, 750 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - კობახიძეზე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზული ღლაპია
„კობახიძეზე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზული ღლაპია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ზოგიერთმა პარლამენტში არ შესულმა დეპუტატმა ხელფასი მოითხოვა. უგულავას თქმით, რეალურად „ქართული ოცნება“ მარტო დარჩა და ეშინია. „კობახიძეზე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზული ღლაპია და მხოლოდ და მხოლოდ საუბრობს იმისთვის, რომ მერე თქვენ, ჟურნალისტებმა ამ თემაზე ილაპარაკოთ. სინამდვილე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის მარტო, მათ არ ეყოთ პოლიტიკური ერთი ადგილი, რომ ახლავე განეხილათ 55-ვე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მათ არ ეყოთ თავი რომ რაც იბლატავეს, მაგარ კანონს მივიღებთ და დაფინანსებას ჩამოგართმევთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გავუუქმებთ რეგისტრაციასო, სადაა ეს კანონები, რატომ არ იხილავენ? იმიტომ, რომ ეშინიათ“, - განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)