2020-12-30 13:49:50, 1254 ნახვა
ომი უკრაინაში
კვლევის მიხედვით, ვუჰანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ეს სტატისტიკაშია ასახული
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ვუჰანში, საიდანაც კოვიდ19-მა გავრცელება დაიწყო, მოსახლეობის თითქმის 5% დაავადდა ვირუსით.
ვუჰანში სულ 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ ვირუსით თითქმის 500 000 ადამიანი დაავდდა, აღნიშნული ციფრი კი, თითქმის 10-ჯერ აღემატება სტატისტიკის ოფიციალურ მონაცემებს.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 50 354-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი კი, 87 027-ია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან