17:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 10:14:40, 601 ნახვა

საზოგადოება
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგები მიზნად ისახავს სააგენტოს იმ თანაშრომლების ცოდნის გაღრმავებას, რომლებიც ფერმერებს აგროწარმოების მიმართულებით  უწევენ კონსულტაციებს. განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ტერნინგებს, ქვეყნის 9 რეგიონიდან, 160 მონაწილე დაესწრო.

მცენარეთა დაცვის საკითხეზე ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტებმა, ზურა ხიდეშელმა, ლუდმილა ცხვედაძემ  და მარიამ მაჭავარიანმა ჩაატარეს. ტრენერებმა დეტალურად განიხილეს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეთოდები, ქიმიური და ბიოლოგიური პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების რეგლამენტები. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს თხილის, კარტოფილის, ლურჯი მოცვის, ციტრუსის, ხორბლის, ბოსტნეულისა და ვაზის მავნებლების დაავადებებთან ბრძოლის შესახებ.

ტრენინგები, რომლებიც 15 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზაცია (ფაზა 2)” და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსების ფარგლებში ჩატარდა.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრენინგები ონლაინ გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics