13:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 21:35:34, 693 ნახვა

პოლიტიკა
ტელეკომპანია POSTV-ის 15 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ტელეკომპანია POSTV-ის 15 ოპერატორი გაიფა, რის შემდეგ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალი ამბების ოპერატორებმა გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მოაწყვეს.
დღეს ტელევიზიაში გამართული თათბირის შემდეგ, შალვა რამიშვილის გადაწყვეტილებით, 15 ოპერატორი სამსახურიდან გაუშვეს.
"ექსპრესნიუსი" კომენტარისთვის შალვა რამიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ის მიუწვდომელია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „პოსტვის“ საერთო მაუწყებლობის ავტორიზაციაზე გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ნოემბერს მიიღო.

შპს „პოსტვის“ აღმასრულებელი დირექტორი და 28%-იანი წილის მფლობელი არის თემურ ჭარელაშვილი; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და 16%-იანი წილის მფლობელი არის ნუგზარ რუხაძე; 16%-იანი წილის მფლობელია ზვიად ბლიაძე; 24%-იანი წილის მფლობელია შალვა რამიშვილი, 8%-8%-იანი წილის მფლობელები  – ანა შენგელია  და ვახტანგ კომახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics