|
2015-09-30 16:03:29, 492 ნახვა
პოლიტიკა
წიკლაური: საქართველოდან დიდი დესანტი გადაუსხამთ სტრასბურგში, რათა დეზორიენტირებული ევროპელი დეპუტატები გაანათლონ
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სტრასბურგში მყოფ საქართველოს დელეგაციას დესანტი უწოდა. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ხვალ საქართველოს თემაზე მომზადებულ რეზოლუციის ტექსტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი. ოპოზიციის მტკიცებით, რეზოლუციის ტექსტის შესაცვლელად ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხდა. "შევიტყვეთ საქართველოდან დიდი დელეგაცია, დიდი დესანტია გადასხმული სტრასბურგში და ყველანი ჩართულები არიან ამაში-საელჩოები, აქედან წასული დეპუტატები, მისი უდიდებულესობა წულუკიანიც ესტუმრა სტრასბურგს. რა არის მისია ამ დესანტის?! აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს მიზნად აქვთ, გაანათლონ დეზორიენტირებული ევროპელი დეპუტატები. სახელმწიფო ინტერესების ღალატი ის კიარ არის, რომ ევროპის საბჭოს მართებულ ინფორმაციას მიაწვდი, არამედ ღალატი და სიბრიყვეა პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი სტრასბურგში ყოფნის მიზანია, არავის მისცეს საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან. "მთავარი მიზანი ჩემი არის ის, რომ არავის მივცე საშუალება, გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტკოს ქართული მართლმსაჯულება, უსაფუძვლოდ და გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომელსაც მთავრობა სამართლებრივ სფეროში ატარებს. მთავარი მიზანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არც ერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეულახონ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)