06:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 14:35:48, 395 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური ლიტვის ახალ ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების  საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლიტვას მიღებული აქვს კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით, რომლის გაზიარებაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.

როგორც ლიტვის ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მტკიცედ აქვს არჩეული ევროინტეგრაციის გზა და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები დასახული მიზნის მისაღწევად.

ლიტვის ელჩი ასევე დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით. მინისტრმა მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.  საუბარი ასევე შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საკითხებს, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 

ელჩი დაინტერესდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მუშაობით. ფინანსთა მინისტრმა სტუმარი პირადად მიიწვია ფისკალური სამსახურების საქმიანობის გასაცნობად და ელჩს გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების ერთობლივად დათვალიერება შესთავაზა. თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო დაიწყებს მუშაობას ლიტვის ფინანსთა მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის მოსამზადებლად. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics