06:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 10:54:03, 479 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველოში სამართლის უზენაესობა მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება

საქართველოში სამართლის უზენაესობა მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების მთავარ მიღწევად ბიზნესის თავისუფლებას მიიჩნევს.

პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით გატარებულ რეფორმებსაც შეეხო.

„ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ტრასფორმაცია, რომლის მიზანი დემოკრატიული, სამართლის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაა. ჩვენ განუხრელად მივყვებით დასავლური ინტეგრაციის გზას, ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა. კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას როგორც სტაბილურს და პოზიტიურს. სამართლის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება. ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე. ვთვლი, რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, სწორედ ეს გახლავთ. ამასთან სასამართლო სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics