21:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 17:45:51, 540 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საელჩო იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსულო მოქალაქეებს უქმე/დასვენების დღეებში მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში მოემსახურება.

„მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთ შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად. ხსენებული გადაწყვეტილება ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე.

შესაბამისად იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური უქმე/დასვენების დღეებში მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.

კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში: ბუნებრივი კატასტროფა; ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა); საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;  სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა); საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics