22:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 13:23:53, 423 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე : საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა

„COVID-19-ის მართვა ვერ იქნებოდა ეფექტური, რომ არა ფინანსური რესურსების მობილიზება და სწორად განკარგვა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა უშუალოდ COVID-19-ის მართვის ფინანსური მექანიზმი, რომლის ფარგლებში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, Covid-19-ის მართვის  ბიუჯეტი-236 440 000 ლარია.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა.Covid-19-ის მართვის  ბიუჯეტი-236 440 000 ლარი, ითვალისწინებს არამხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ პაციენტზე  დანახარჯი მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1 200ლარს, ხოლო მძიმე პაციენტების შემთხვევაში 3000 ლარს და მეტს. ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება. ჩვენ კი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არსებული პასუხისმგებლობის გარდა გვაქვს სხვა პასუხისმგებლობაც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ საწოლების გეგმაზომიერი მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროებასთან თანმიმდევრული ვყოფილიყავით“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics