2020-12-23 12:18:32, 1278 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 017 თბილისში, 429 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 017 თბილისში, 429 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-429, ქვემო ქართლი-157, შიდა ქართლი-192, გურია-16, სამეგრელო და ზემო სვანეთი-146, კახეთი-158, მცხეთა-მთიანეთი-43, სამცხე-ჯავახეთი-34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-14", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან