17:28 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 23:42:05, 575 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის მოკვლევა მიმდინარეობს

პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის მოკვლევა მიმდინარეობს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„კორონავირუსის ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ.

ამას სჭირდება სეკვენირება, ეს ლუგარის ცენტრში შეგვიძლია გავაკეთოთ.

ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმას ვიკვლევთ. ბოლო ორ კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ, გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რომ არიან ჩამოსულები და დაუდასტურდათ, მათ მასალას ვიკვლევთ სწორედ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics