2020-12-22 15:29:49, 560 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ის ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა, პასუხიმგებლობას უნდა გრძნობდეს.
როგორც მან აღნიშნა, განათლების კომიტეტში მინისტრთან მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
„დაისვა კითხვები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვისმინეთ პასუხები და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენს კომიტეტში ბატონ მინისტრთან უფრო აქტიური მუშაობა გაგრძელდება, თუმცა არა საჯაროდ.
პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც უღალატა საკუთარ ამომრჩეველს და მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში. ამიტომ, პასუხისმგებლობა მთლიანად მათკენაა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე დღეა გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,