22:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 15:02:18, 592 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე დაინერგება სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგემებზე ესაუბრა.

გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების, სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმის,  ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებების შერბილების, გარემოსდაცვითი კონტროლისა და ზედამხედველობის და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით დანერგილი სისტემების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები შემდეგ წლებში, იქნება: გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოება, საწარმოებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და საწარმოთა გარემოსდაცვითი  პასუხისმგებლობის გაზრდა - 200-მდე საწარმოზე გავრცელდება ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები მათ შორის, ჰაერში გაფრქვევების ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემებით აღჭურვა, რაც უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე დაინერგება: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ამოცანა, ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარებაა. ეს არის გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გრძელვადიან პეროოდში უზრუნველყოფს მომავალი თაობების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics