10:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 20:00:06, 661 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რთულია, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული

„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რთულია, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს, აზრი, რომ საზოგადოება, და საერთაშორისო პარტნიორებმა ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.

„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რასაკვირველია, რთულია იმ მდგომარეობაში მოლაპარაკება, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული და ხისტი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ უკვე დაანონსებული. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს აზრი, რომ საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ვინ, რა პოზიციაზე დგას“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მეოთხე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ამჟამად შემდეგი რაუნდის კონკრეტული თარიღი უცნობია. მასში მონაწილე მხარეები დიალოგის დასაწყებად მზაობას აცხადებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics