10:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 18:21:11, 522 ნახვა

პოლიტიკა
​კახა კალაძე - თვალს ვადევნებ მედიაში ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, როგორ უნდა დაკარგოთ ასე სახე?

"თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, ზოგიერთებმა ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ბავშვების ფოტოების მოფრიალე საზოგადოებას სირცხვილის გრძნობა არ აქვს.

"რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?!.

ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ - წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ", - აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ სამგორში, აფრიკის დასახლებაში არსებული უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დაიწყო და ადგილობრივებს მსგავსი ნაგებობების საკუთარი ხელით აღებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics