18:24 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 14:43:42, 709 ნახვა

კომენტარი
მამა თეოდორე - ჩვენ ხალხი მოვწამლეთ, ახლა უნდა გამოვიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ მრევლს

„ჩვენ ხალხი მოვწამლეთ, ახლა უნდა გამოვიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ მრევლს“, - ამის შესახებ მამა თეოდორე გაგნიძემ ქადაგების დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ აცდუნეს მრევლი და პანდემიის არ არსებობაში დაარწმუნეს.

„ჩვენ ხალხი მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს, ცრუ პანდემიაა.

მღვდელი როგორ უნდა აყვეს კონსპირაციულ თეორიას, მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი უნდა გვაინტერესებდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ გავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ, მასონებს რა გეგმა აქვთ რას იზამენ?!

აცრებით დაგვღუპავენ სულ ყველას?! ეს ეკადრება ქრისტიანს ზოგადად?! და მით უმეტეს სასულიერო პირს?!

მაგრამ ჩვენ არამარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, ამიტომ არაფერი გვემუქრება.

ეს იყო ყველაზე საშინელება, ამიტომ უნდა გამოვიდეთ შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით“, - განაცხადა მამა თეოდორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics