2020-12-20 12:52:04, 936 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 246 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 17 610-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 205 809 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 4103 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 26 410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 246 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 1 982 090-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 1 753 552 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 31 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,