09:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 20:28:21, 620 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავას განცხადებით, სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება პანდემიის პირობებში შეუძლებელი იქნება

ნათია თურნავას განცხადებით, სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება პანდემიის პირობებში შეუძლებელი იქნება.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა.

„მე ძალიან კარგად მესმის წერტილოვანი შეზღუდვების სიმძიმე, როგორია იმ ობიექტებისთვის, რომელიც განლაგებულია ზამთრის კურორტებზე. ვისაც სეზონური შემოსავალი აქვს, ვინც თხილამურებს აქირავებს და ა.შ

მთელ მსოფლიოში ზამთრის კურორტები არის მიჩნეული დამატებითი რისკის მატარებლად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ შეზღუდვის გადაწყვეტილება არ მიგვეღო, ეს, ერთ-ორ კვირაში მაინც მოხდებოდა. ეს გახდებოდა თავშეყრის ადგილად და მეტად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევდა.

მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მცირე და საოჯახო სასტუმროებს. 2000-მდე სასტუმროს დავუფინანსეთ სესხის პროცენტი, ასევე 700-მდე რესტორანმა მოგვმართა და ვეხმარებით და ა.შ გვესმის, რომ ეს, არ არის საკმარისი, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, პანდემიის პირობებში სათხილამურო კურორტების ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics