00:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 16:52:16, 592 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, უკვე შესახლებულ შენობებზე მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ორგამიზაციამ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მცხოვრების სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად, სასამართლოს მიმართა“, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩანგელიების სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტებისა და უკანონო მშენებლობების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე იწყება მოკვლევა და შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ, მხოლოდ იმ მშენებლობების დემონტაჟი ხდება, სადაც იმ დროისთვის, არავინ ცხოვრობს.

დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, მეპატრონე წერილობითი ფორმით გააფრთხილოს და მოუწოდოს, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი თავად განახორციელოს. წერილობით გაფრთხილებაში ასევე, მითითებულია ინსპექციის საკონტაქტო ინფორმაცია.

სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს.

გვინდა, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოვუწოდოთ, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის სამსახურებში გადაამოწმონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics